საქმე მომენატრა, ხელები მართლა მექავება იმისათვის, რომ ავაშენოთ – მიხეილ სააკაშვილი

“საქმე მომენატრა, ლაპარაკი მომბეზრდა. ხელები მართლა მექავება იმისათვის, რომ ავაშენოთ”-საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა.

“ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი და ფართო გეგმები მაქვს და ეს გეგმები აღარ არის მარტო გეგმები. ეს არის საქართველოს მომავალი მთავრობის სამუშაო გეგმა და თქვენ იცით ჩემი პრინციპი, საქმე ლაპარაკის ნაცვლად და საქმე ისე მომენატრა, ლაპარაკი ისე მომბეზრდა, 8 წელიწადი მხოლოდ ვლაპარაკობთ გეგმებზე, მორჩა უკვე დრო. გადავიდეთ, მივაწვეთ, გავაკეთოთ, შევქმნათ, თქვენთან ერთად ავაშენოთ, აი, ეს ხელები მართლა მექავება იმისათვის, რომ ავაშენოთ, შევძლოთ და გავაკეთოთ და ყველას დავუმტკიცოთ, რომ ყველაზე მაგრები ვართ ქართველები”, – განაცხადა სააკაშვილმა.