საქსტატი: აპრილში ყავა და ჩაი 10.1%-ით გაძვირდა, ზეთი 40%-ით, ტკბილეული 12%-ით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.87%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ზეთი და ცხიმი 40.2% გაძვირდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 12.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო 10.1 პროცენტით, თევზეული 9.4%–ით, პური და პურპროდუქტები 6.4%–ით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 6.1 პროცენტით; რძე, ყველი და კვერცხი 6.1%–ით.

გარდა ამისა, ფასი 8.1%–ით გაიზარდა ელექტროენერგიაზე, აირზე და სათბობის სხვა სახეებზე, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე 7%–ით.