საშვები UEFA-სთან იყო შეთანხმებული, 3 კალაძეს გადაეცა – ფეხბურთის ფედერაცია

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განმარტებით, საქართველო- ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩზე საშვების რაოდენობა UEFA-სთან იყო შეთანხმებული.

მისი თქმით, 3 საშვი თბილისის მერს, კახა კალაძეს გადაეცა.

“საშვების რაოდენობა იყო შეთანხმებული უეფასთან, აქედან სამი საშვი გადაეცა ბატონ კახა კალაძეს, ასევე უეფასთან შეთანხმებით, დანარჩენი მოედანზე იმყოფებოდა თემურ ქეცბაია, რომელიც ჩამოყვა ჩვენს ფეხბურთელებს…”. – თქვა მუჯირმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, კახა კალაძეს ნებისმიერი ადამიანის მიყვანა შეეძლო თუ არა სტადიონზე, დავით მუჯირმა უპასუხა, რომ კი.

ცნობისთვის, საქართველო-მაკედონიის ნაკრებების თამაშზე გულშემატკივრები არ დაუშვეს, თუმცა სტადიონზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე შვილთან ერთად, ირაკლი კობახიძე, ლევან კობიაშვილი, მსახიობი ზურაბ ყიფშიძე და სხვები.