ტელეწამყვანი ვახო სანაია მასზე და მის ოჯახის წევრებზე მოძალადეებს მოუწოდებს, თხოვნის შემოთვლას თავი დაანებონ.
“საშველად შემოთვლას და თხოვნას თავი დაანებეთ, ფარჩაკებო. მოგენატრებათ გუნდაობა. თქვენი საკითხი არ წყდება აქ. თქვენ ვერც გხედავთ”,- წერს სანაია Facebook-ზე.
მისი თქმით, საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.
“პატიმრობის გარდა არც გაბედოთ აღკვეთის სხვა ღონისძიება”,- აცხადებს სანაია.
ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმისთვის დაკავებულ პირებს პორკურატურამ ბრალი წარუდგინა და საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით უკვე მიმართა.
პროკურატურამ სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილს და ვაჟა გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.