“საშვი არ ექნებოდა და თუ ასეა, უნდა დაჯარიმდეს “- ეს განმარტება თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილ პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ავტომობილით გადაადგილებაზე გააკეთა.
როგორც მერი აცხადებს ყოფილი მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სავარაუდოდ, მანქანით გადაადგილების საშვი არ ექნებოდა და ამის გამო ის უნდა დაჯარიმდეს.
“მე არ მაქვს ინფორმაცია მას ჰქონდა თუ არა ამის უფლება და საშუალება. თუ არ ჰქონდა და სავარაუდოდ, არ ექნებოდა, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა დაჯარიმდეს”, — განაცხადა კახა კალაძემ.