”საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია” – ზურა ჯაფარიძე „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე

”საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია” – ასე ეხმაურება, პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას. „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმებას.

”ალტ-ინფოს პარტია რეესტრმა გააუქმა 3 წლის წინ რეგისტრაციის დროს რაღაც ფორმალური დარღვევების არსებობის გამო, რომლებიც თურმე ახლა აღმოაჩინეს, 3 წლის შემდეგ
ცხადზე ცხადია რომ მოტივი პოლიტიკურია და ბიძინა პრო-რუსულ ველს ისუფთავებს რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს არაფერი ამაში სასიხარულო არაა, საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია ნებისმიერ პარტიასთან მიმართებაში, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მისი ხედვები
მსგავსი თითიდან გამოწოვილი საბაბით მიადგებიან ნებისმიერ არასასურველ პარტიას
და ის რომ ალტ-ინფოს ლიდერები ციხეში უნდა იჯდნენ 5 ივლისის ორგანიზებისთვის, ამასთან არაფერ შუაშია”. – წერს ჯაფარიძე.