საშიში სიგნალები: მეცნიერებმა გულის უკმარისობის ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომები დაასახელეს

ახალ კვლევაში ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ დაასახელა ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ.

გულის უკმარისობა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის წამალი ჯერჯერობით არ გამოუგონიათ.

მხოლოდ აშშ–ში გულის უკმარისობა 6 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. ახალ კვლევაში მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს ადრეულ სიმპომებზე, რომლებზე დროულ რეაგირებას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, წერს Futurism.

ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ ჩაატარა გულის უკმარისობის ყველაზე გავრცელებული ადრეული სიმპტომების ანალიზი, რომლებზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

  • დაღლილობა (ყველაზე გავრცელებული სიმპტომი)
  • ქოშინი
  • კუჭის აშლილობა
  • გულისრევა
  • მადის დაკარგვა
  • აქტივობის შემცირება
  • კუნთების ატროფია

კვლევის დროს მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე საშიში სიმპტომია დაღლილობის შეგრძნება და ქოშინი – ეს ორი სიმპტომი ერთად იწვევს აქტივობის შემცირებას, რამაც თავის მხრივ კუნთების ატროფია შეიძლება გამოიწვიოს. კვლევის ავტორების აზრით, ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან სიმპტომატიკა იმას ნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა.

მკვლევარები თვლიან, რომ ახალ კვლევაში მოყვანილი სიმპტომები – საშიში სიგნალია, რომლებიც პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას ნიშნავს, ჰოსპიტალიზაციის წინაპირობაა და შესაძლოა  სიკვდილისაც კი.

კვლევაში საუბარია იმაზე, რომ გულის უკმარისობა ქალებში ბევრად რთულად მიმდინარეობს. კვლევისას გაირკვა, რომ ქალები უფრო მეტი ფიზიკური სიმპტომის შესახებ იტყობინებოდნენ, მაგალითად ფიზიკური ტკივილი, ასევე განგაშის შეგრძნება და დეპრესია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი მეცნიერების აზრთი კოგნიტიკური ფუნქციების დაქვეითებაა, თუმცა დღეისათვის ეს ფაქტორი ოფიციალური სიმპტომების სიაში არ შედის.

გულის უკმარისობა მაშინ ჩნდება, როცა გული ორგანოებში საკმარისი რაოდენობით სისხლის გადაქაჩვას ვერ ახერხებს. ნაკლებად შესამჩნევ პირველ სიმპტომებზე რეაგირება ადამიანებს დაეხმარება დაავადების განვითარება და მძიმე შედეგები თავიდან აიცილონ.