” საშუალოდ 1000 ინფიცირებულიდან 25-30 ადამიანს ვკარგავთ “- ამის შესახებ, ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა და ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშოდ შეაფასა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, გარდაცვალების ზრდა ვაქცინაციის დაგვიანებამ და ახლი შტამების ცირკულირებამ გამოწივია.
”საქართველოსთვის მე მაინც უჩვეულოდ მიმაჩნია ერთ მილიონ ადამიანზე თითქმის 7-8 ადამიანის გარდაცვალება, ეს საკმაოდ სერიოზული ციფრია, ანუ კარგავს საშუალოდ 1000 ინფიცირებული ადამიანიდან თითქმის დღეში 30 ადამიანს. ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება, ხომ არ არის კლინიკურ ნაწილში რამე პრობლემა, ლოჯისტიკურ ნაწილში, ან თუ შეიძლება, ეს აიხსნას ბრიტანული ვარიანტის გაზრდილი ლეტალობის მაჩვენებლებით. ამიტომ ამას სჭირდება სერიოზული მსჯელობა და განსჯა და ამის შემდეგ უნდა დაიდოს დასკვნები, რატომ არის ქვეყანაში ბოლო პერიოდში შენარჩუნებული ასეთი მაღალი მასშტაბის სიკვდილიანობის მაჩვენებელი,” – ამბობს ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.