საშუალო ხელფასი 1 368 ლარამდე გაიზარდა – საქსტატი

ფოტო: Netgazeti

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით, ანუ 129 ლარით გაიზარდა და 1 368.5 ლარი გახდა.

 

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები — 2 234 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 10,4%-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია — 2 193 ლარი (ზრდა 2%);
  • მშენებლობა — 2 003 ლარი (ზრდა 4,9%);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები — 2 003,1 ლარი (ზრდა 6,8%).

2021 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1106.4 ლარით, ხოლო კაცების – 1 612.1
ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 128.2 ლარი (13.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 139.6 ლარი (9.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.