საჩხერის მუნიციპალიტეტში სეტყვა იყო. მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. საჩხერის მერის ბენიამინე ფალავანდიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაზიანდა ნათესების და ვენახის დაახლოებით 30%.
მისი თქმით, ადგილზე ამ დროისთვის შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ, ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია