საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა. ბაზაზე ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირება „რუსთავის კლასტერს“ უკავშირდება .

კარანტინში რჩება ის 14 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულთან. რაც შეეხება საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე მყოფ დანარჩენ პირებს, მათ ტესტირება უკვე გაიარეს და კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

დღეს საქართველოში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 24 საათში კიდევ 87 ადამიანს დაუდგინდა COVID-19.