საჩხერის სასწრაფო დახმარების 24 ექიმს COVID-19 დაუდასტურდა

საჩხერის სასწრაფო დახმარების 24 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების გამო, 4 ბრიგადიდან მხოლოდ 1 ბრიგადა აგრძელებს მუშაობას.

ინფიცირებული ექიმების ნაწილი სახლში მკურნალობს, ნაწილი კი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 301 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია –162 475
  • გამოჯანმრთელებულია – 133 511
  • გარდაცვლილია – 1 504
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 1282