“საცალო და საბითუმო მოვაჭრეებს საქმიანობა ონლაინ შეუძლიათ “- ეს განცხადება, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ მეყვავილეებზე საუბრისას გააკეთა. ფერაძის თქმით, საცალო, საბითუმო ვაჭრობა შეზღუდულია და არა აკრძალული.
“რაც შეეხება საცალო/საბითუმო ვაჭრობას, ზოგადად, როგორც იცით, მთავრობის დადგენილებით იქნა შეზღუდული მსგავსი ტიპის საქმიანობა, თუმცა ეს არის შეზღუდვა და არა აკრძალვა. შეზღუდვა ნიშნავს, რომ მათ დისტანციურად ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული. შესაბამისად, გამონაკლისი არ არის საქართველოც”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.