”საცობები იმის გამო შეიქმნა, რომ ზამთრის საბურავები არ უყენიათ”-დედაქალაქის მერის, კახი კალაძის თქმით, თოვლის გამო თბილისში გადაადგილება შეფერხებულია. როგორც კალაძე ამბობს, ქალაქში გზის ჩახერგვა იმ მანქანებმა გამოიწვია, რომლებსაც ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ.
“დედაქალაქში გაგვითოვდა, შესაბამისად, გუშინ ღამიდან მოყოლებული თბილსერვისის ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ახლაც აგრძელებს მუშაობას, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები პარალელურად გამგეობები ჩაერთვებიან შიდა საუბნო გზების გაწმენდაზე. გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც შეიქმნა საცობები, ავტომობილების გამო, რომლებსაც ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ ჩაიხერგა”,-თქვა კალაძემ.