საცოდავო, ივანას მატლო, ხალხი გადაგივლით 2 ოქტომბერს – სააკაშვილი ღარიბაშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება პრემიემინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია ეცოდება.

სააკაშვილი მას სოციალურ ქსელში პასუხობს:

“შე მართლა საცოდავო, ივანას მატლო, ქართველი ხალხი გადაგივლით 2 ოქტომბერს, რომელიც ასე დაამცირეთ, შეურაცხყავით და საშინელ უბედურებამდე მიიყვანეთ. არ შეგარჩენთ შენს პატრონთან ერთად, ხალხის ამ მდგომარეობამდე მიყვანას და ჩვენი სამშობლოს განადგურებას!”,– წერს ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ზე.

დღესვე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების ოპონენტებს არ უხარიათ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და მოსახლეობის კეთილდღეობა.