“ჩვენ ამ უიმედობას დავამარცხებთ, რომელიც დათესა ბიძინამ და მისმა ქართულმა ოცნებამ და ამ ქვეყანას დავიბრუნებთ. და ბოლოს, ჩვენ რამდენიმე დღის წინ უნდა გვქონოდა პრეზენტაცია ერთ-ერთ საწარმოში, სადაც ძალიან გულთბილად გველოდებოდნენ და მოხდა ისეთი რამ, რომ მათ დაურეკეს და უთხრეს, თუ ხაზარაძე და ლელო თქვენთან მოვა სტუმრად, თქვენი ქარხანა იქნება პრობლემების ქვეშ, ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა, ის ახშობს არა მარტო განსხვავებულ აზრს და ებრძვის ოპოზიციონერებს, არამედ, ის ებრძვის ქართულ ბიზნესს და იმ ხალხს, ვინც აქ სამუშაო ადგილებს ქმნიან”,

აცხადებს,”ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.