საწოლფონდთან მიმართებაში გარკვეულ ზღვარზე ვართ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სექტორში საწოლფონდთან დაკავშირებით გარკვეულ ზღვარზე არიან.

“საწოლფონდთან მიმართებაში გარკვეულ ზღვარზე ვართ. რა თქმა უნდა, მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს. ასევე, გასათვალიწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია ამ რეჟიმში მუშაობენ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დაუდგებიან გვერდით როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ექიმს და თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერებია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის”, – თქვა მინისტრმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 052, ხოლო გარდაიცვალა 30 ადამიანი.