”საწყალი კაცი ხარ შენ და მეცოდები, სპეციალისტებმა თქვან, რა ქვია შენ მდგომარეობას” – ასე პასუხობს, ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას. კობახიძემ ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებაზე, რომელსაც ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანიაც ესწრებოდა, მის ვიზიტთან დაკავშირებით თქვა, რომ “პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის აწევა”.
“ირაკლი, საწყალი კაცი ხარ შენ და მეცოდები, გულწრფელად. საწყალი ხარ, რადგან შენ გაფუჭებულს ყოველთვის სხვას აბრალებ. გარემოცვაც გამშვიდებს ალბათ: – “კი, ირაკლი, ლომჯარიამ გაგიშვა ჰამასის ლიდერთან საპოზიოროდ და მერე სიენენს გააშუქებინა გვერდით რომ ეჯექიო”. საწყალი ხარ, რადგან ამის ისე გჯერა, რომ საქვეყნოდ იმეორებ. სპეციალისტებმა თქვან, რა ქვია შენ მდგომარეობას.
მაგრამ, ყველაზე მეტად ჩემი ქვეყანა მეცოდება, შენ რომ წარმოადგენ დღეს.”-აცხადებს ლომჯარია.