რუსული დაბომბვის შედეგად საწყობებში 300 000 ტონამდე მარცვლეული განადგურდა. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტარას ვისოცკი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, მონაცემების მიხედვით, 24 თებერვალს, უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს სასოფლო-სამეურნეო საქონლის ტერმინალში, შავი ზღვის პორტში, ნიკოლაევში, 250 ათასიდან 300 ათას ტონამდე ხორბალი და სიმინდი იყო დასაწყობებული.