საჭიროა გლობალური კონტროლი რუსეთის ბირთვულ ობიექტებზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მსოფლიომ უნდა გააკონტროლოს რუსეთის ფედერაციის ბირთვული ობიექტები.

მისი აზრით, მსოფლიოში თავს უსაფრთხოდ ვერავინ იგრძნობს, რადგან რუსეთს არაერთი მსგავსი ობიექტი და ტექნოლოგია აქვს.

„ყველაფრის შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა გააკეთეს ჩერნობილის ზონაში და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, მსოფლიოში ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ იმის ცოდნით, თუ რამდენი ბირთვული ობიექტი, ბირთვული იარაღი და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგია აქვს რუსეთის ფედერაციას.

თუ რუსეთის ფედერაციას დაავიწყდა, რა არის ჩერნობილი, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საჭიროა გლობალური კონტროლი რუსეთის ბირთვულ ობიექტებსა და ბირთვულ ტექნოლოგიებზე”,– განაცხადა ზელენსკიმ.