”საქართველოს დემოკრატიისთვის ასეთ რთულ დროს, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. გვინდა, მხარი დავუჭიროთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაგრამ პირველ რიგში, საჭიროა, ვნახოთ ნამდვილი რეფორმები და არა ყალბი რეფორმები. ასეთი რეფორმები უკვე აღარ იმუშავებს ევროკავშირში. უნდა დავინახოთ რეალური მხარდაჭერა, რეფორმების დღის წესრიგი, ფუნდამენტური უფლებებისა და ევროპული ღირებულებების პატივისცემა, კანონის უზენაესობასთან ერთად”.
განაცხადა ამის შესახებ, ALDE-ს პრეზიდენტმა, ილჰან კიუჩუკმა სამი პარტიის, გირჩი – მეტი თავისუფლების, სტრატეგია აღმაშენებლისა და დროას ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.