საჭიროა მეტი სანქციები რუსეთს და მეტი იარაღი უკრაინას და ეს ყველაფერი გზაშია – შარლ მიშელი

საჭიროა მეტი სანქციები რუსეთს და მეტი იარაღი უკრაინას და ეს ყველაფერი გზაშია – ასე ეხმაურება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსების თავდასხმას.

  • “შემაძრწუნებელია რუსეთი მიერ, ერთ-ერთ მთავარ სარკინიგზო სადგურზე საევაკუაციოდ გამზადებული მოქალაქეების წინააღმდეგ შეტევის მიტანა. საჭიროა ქმედება: მეტი სანქციები რუსეთს და მეტი იარაღი უკრაინას. ეს ყველაფერი გზაშია. ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტი უკვე დამტკიცებულია” -წერს შარლ მიშელი.