„ჩვენ ევროპას ვკარგავთ, გვყავს მთავრობა, რომელიც დიდი ხანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ლანძღვა-გინების რეჟიმზეა გადასული. თუ ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ეს რაღაც სტანდარტებით უნდა მოხდეს. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ევროპის დაკარგვის პერსპექტივა არ აშინებს. მათ არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთეს, მათი მიზანია ისინი ლავროვს მოეწონოთ. ამიტომ ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ევროპის მხრიდან მეტი აქტიურობა ტრიგერია, ამიტომ უნდა გავიაზროთ, რომ ახლა ქართველი ხალხის მოქმედების დროა. საჭიროა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და ხელისუფლებასთან უფრო ხისტი პოზიციის დამყარება. ჩვენ გვჭირდება, რომ შევთანხმდეთ გადამწყვეტი ბრძოლის დღეზე, როცა ვამბობთ, რომ „ვიწყებთ და დღის ბოლომდე რეჟიმს ვასრულებთ“. ასეთ თემაზე შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება, თუ ეს ვერ ხერხდება, მერე ვართ დილემის წინაშე – ერთიანობა თუ სწორი მოქმედებების გეგმა. ჩვენი ვალდებულებაა, წნეხი და რეჟიმის რყევა განვაგრძოთ და ტრიგერი აუცილებლად გამოჩნდება“,
ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ, პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.