“სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს. თუმცა გავეცნობი განსხვავებულ აზრსაც, ჯერ არ გავცნობილვარ გადაწყვეტილების მთლიანად დასაბუთებას და მასაც აუცილებლად გავეცნობი და რა თქმა უნდა, ჩემი აზრი მექნება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ის რომ ჩვენ, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუციამ, მოვახდინოთ ამ გადაწყვეტილების შეფასება ან მისი რევიზია, ასეთი რამ შეუძლებელია”.
ამბობს სახლახო დამცველი, ლევან იოსელიანი საკონსტიტუციოს მიერ პრეზიდენტის კონსტიტუციის დამრღვევად ცნობაზე.