სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, ეს მისი ვალდებულებაა – ტიკარაძე პანსიონზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ მათი თანამშრომლობა საპატრიარქოსთან და ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელობასთან ძალიან პროდუქტიული იქნება.

მისი თქმით, სახალხო დამცველი ვალდებულია, პანსიონში შევიდეს, ბავშვები კი მცირე პანსიონში უნდა გადავიდნენ.

“ბავშვები ყველანი მცირე ზომის პანსიონში უნდა გადავიდნენ, სადაც მათ ოჯახის ტიპის სამყოფელი ექნებათ, დაცული იქნება მათი კეთილდღეობა. ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით.

რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია თავისი მანდატი შეასრულოს. ჯანდაცვის სამინისტრო სახალხო დამცველთან ყოველთვის თანამშრომლობს”, – განაცხადა ტიკარაძემ.