სახალხო დამცველი დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შევა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავა და დაწესებულებას მოინახულებს. როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, ომბუდსმენი პანსიონში დაახლოებით 13:00 საათისთვის მივა.

როგორც ცნობილია, ომბუდსმენი პანსიონში ახალ მმართველთან, მეუფე იაკობთან ერთად შევა, მისი ვიზიტის შემდეგ კი პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩავლენ.