“სახალხო დამცველი თუ უარყოფს, სახალხო დამცველი თუ უარყოფს, ვსო, მიღებულია ძმაო რა”,- ასე პასუხობს თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სახალხო დამცველის ანგარიშზე დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, ციხის საავადმყოფო არ შეებასამება კონსილიუმის რეკომენდაციების.
კალაძის თქმით, თუ საჭიროება იქნება, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციური სისტემის კლინიკაში გადაიყვანენ.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, N18 ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება კონსოლიუმის გაცემულ რეკომენდაციების, შესაბამისად, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ ალტერნატიულ დაწესებულებაში. ომბუდსმენის ცნობით, ამ დაწესებულებაში ასევე არსებობს სააკაშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.
ირაკლი ღარიბაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა სამოქალაქო კლინიკაში. გუშინ გლდანის ციხის კლინიკა დაათვალიერეს იუსტიციის მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. მათი მტკიცებით, საავადმყოფო სრულად აღჭურვილია.