“სახალხო დამცველი არასდროს წინასწარ არ იღებს თანხმობას სამინისტროსგან ან პენიტენციური სამსახურისგან, შევიდეს ციხეში. ჩვენ ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად უნდა მოგვეცეს საშუალება, შევიდეთ და ვნახოთ პატიმარი. დღის და ღამის რა მონაკვეთიც და რა ტიპის ციხეც არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ისინი არიან სახალხო დამცველის წარმომადგენლები და ექსპერტები, ეს არის ბერკეტი, რომელიც ჩვენ სხვა პატიმრებთან მიმართებითაც გამოგვიყენებია, ჩაგვიტარებია სამედიცინო ექსპერტიზა და დღესაც შევლენ, როგორც სახალხო დამცველის ექსპერტები. ამის საშუალებას იძლევა კანონი და ეს არ არის ნოუჰაუ, რომელიც ახლა გამოვიგონეთ”
ამბობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელიც გლდანის ციხის საავადმყოფოში ამ წუთებში შედის.