სახალხო დამცველს თბილისში შევხვდები და დაველაპარაკები – ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლის დირექტორად დაინიშნა, აცხადებს, რომ ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებამდე, მას თბილისში შეხვდება და “ცივილიზებულად დაელაპარაკება.
“სანამ არ გავერკვევი ბოლომდე, რა ხდება, მანამდე ახლა ბავშვებთან შეშვებაზე.. ძალიან დასტრესილები არიან და, მით უმეტეს, ახლა შემოვიდნენ და კითხვები თუნდაც სახალხო დამცველმა დაუსვას.. აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები, მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი აქ არიან, სანდო ხალხია. ცოტა ხანი დაგვაცადონ, პრობლემა არ გვაქვს.
მე გუშინაც ვთქვი, ჯერ თბილისში შევხვდები, შემდგომ ცივილიზებულად დავილაპარაკებთ, არ ვარ ის ადამიანი, ყველანაირად ვიცი, სანამ ბავშვები ამ მდგომაროებაში არიან, მე მართალი ვიქნები, რომ არავინ არ მივაკარო ადვოკატის გარეშე. დალაგება მინდა აქ სიტუაციის, აი, გარედან ძალიან აურიეს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.