“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ათწლეულებია მზადდება და იგი კონცენტრირდება საკითხებზე და არა პოლიტიკურ პარტიებზე, თუ ინდივიდებზე, იგი ეყრდნობა სანდო წყაროების სპექტრს, რომელიც შემოწმებული და შემდეგ კიდევ გადამოწმებულია. […] ეს ანგარიშები ძალიან კარგი საშუალება და რესურსია, ქრონოლოგიურად დავინახოთ არამხოლოდ რა საჭიროებები არსებობს და სად არის ხარვეზი, არამედ ის, თუ წლების განმავლობაში რა შეიცვალა, რა გაუმჯობესდა. ის ძალიან კარგი რესურსია, რომ ხელი შეუწყოს ძალისხმევას დემოკრატიის უკეთესი განვითარებისთვის. იმედია, ეს ასე იქნება დანახული”

აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი პრემიერ ღარიბაშვილის პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშთან დაკავშირებით.