“რაც შეეხება 7 და 8 აგვისტოს, მე მგონია, რომ სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც არის ყველა თვალსაზრისით, 8 აგვისტოს ამ თარიღის აღნიშვნა, მათ შორის, ევროსაბჭოს რეზოლუციის გათვალისწინებით. რა წერია შეგახსენებთ ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც ნაც. მოძრაობამ მოაწერა ხელი. იქ წერია, რომ 7 აგვისტოს სააკაშვილმა დაიწყო ომი და ამას პასუხად მოჰყვა 8 აგვისტოს რუსეთის რეაქცია. აქედან გამომდინარე, ამის გათვალისწინებითაც, სახელმწიფოსთვის არის უფრო მომგებიანი, რა თქმა უნდა, 8 აგვისტოს ამ თარიღის აღნიშვნა. შესაბამისად, გაგრძელდა ის ტრადიცია, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაამკვიდრა. 8 აგვისტოს აღინიშნებოდა მაშინ ეს თარიღი და ახლა აღინიშნება,”

აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებით.