”ჩვენ კლინიკისგან ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ემორჩილება ექიმებისგან დადგენილ განრიგს და რეჟიმს. რა თქმა უნდა როცა ექიმებს არ ემორჩილება, გასაგებია, რომ აქედან გამომდინარე შეიძლება ადამიანს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შეექმნას. რაშია მთელი ეს ისტორია – სააკაშვილს და მის მეგობრებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მისი ყველაზე დიდი მტრები არიან, იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობაში ამყოფებენ, არ უნდა რომ მოიხადოს სასჯელი, იმისთვის რომ გირგვლიანის მკვლელებს დააფარა ხელი. უბრალოდ არ უნდა, რომ იყოს ციხეში. ის ცდილობს ყველაფერს, რომ მოძებნოს რაიმე მიზეზი, რომ თავი დააღწიოს სასჯელს…
საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი და ექიმების ინტერესია, რომ ის იყოს ჯანმრთელი, იმიტომ რომ კიდევ 5 წელი აქვს მოსახდელი… ჩვენ ვნახეთ, რომ კლინიკის მიზნები და მიხეილ სააკაშვილის მიზნები ერთმანეთს არ ემთხვევა, კლინიკისა და სახელმწიფოს მიზნებია რომ ის იყოს ჯანმრთელად, სააკაშვილის და მისი მეგობრების მიზანია, რომ ის იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული.”
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.