“თუ რამე სახელმწიფოში არ შეიძლება ანდო ვინმეს, ეს არის ირაკლი კობახიძე” – ასე გამოეხმაურა, პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გოგიჩაიშვილი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის წარდგენას
„ირაკლი კობახიძეზე წერს, რომ ის არის ძალიან სტაბილური ადამიანი და მას არაფერი მონდომებია. ირაკლი კობახიძე რითაც დაგვამახსოვრდა ის იყო, რომ სიით დარბოდა ივანიშვილთან და ჩვენზე ეუნებოდა – ამ ხალხს ვერ ვაკონტრლებთ, თავისუფლების ხარისხით გამოირჩევიან, ვიღაცებზე ზრუნავენ, საქმის კეთება უნდათ და საერთო ინტერესებში არ სხედანო. თუ რამე სახელმწიფოში არ შეიძლება ანდო ვინმეს, ეს არის ირაკლი კობახიძე. იმიტომ, რომ ეს არის არასტაბილური, ემოციური, პრობლემური ადამიანი. ეს არის ასანთით ხელში ოთახში მარტო დატოვებული ბავშვი“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.