სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია – მილერი

“სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია” – ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვის პასუხად განაცხადა.

  • კითხვა: კიდევ ერთი საქართველოს შესახებ, თუ წინააღმდეგი არ ხართ. აშშ-ის ყოფილი ელჩების ჯგუფმა, ხუთმა ელჩმა საქართველოში, გასულ კვირას გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტ სააკაშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების გაწევა დაუშვას. მხარს უჭერთ ამ მოწოდებებს?

 

  • მეთიუ მილერი: ვიტყვი, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბატონ სააკაშვილის საქმეს. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობა. როგორც საჯაროდ და პირადად არაერთხელ ვუთხარით საქართველოს მთავრობას, მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ის სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, რომ დაცული იყოს მისი უფლებები. და ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეზე დაკვირვებას.