სახელმწიფო პროგრამით გოჩა ენუქიძის 5 კომპანია 633 ათასი ლარით დაფინანსდა

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით “დანერგე მომავალი” ოცნების დეპუტატის, გოჩა ენუქიძის 5 კომპანია ბიუჯეტიდან 633 ათას ლარზე მეტით დაფინანსდა.

“სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 5 კომპანიის დირექტორი გოჩა ენუქიძის შვილი თინათინ ენუქიძეა.

გოჩა ენუქიძე ჯამში 31 კომპანიასთანაა დაკაშირებული, მათ შორის, შპს “იბერკომპანიმ” 2012-21 წლებში ჯამში 2.5 მილიონ ლარზე მეტის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო.

გოჩა ენუქიძე 2008-2012 წლებში რაჭის მაჟორიტარი ნაციონალური მოძრაობიდან იყო, ხოლო 2012 წლიდან დღემდე ქართული ოცნებიდან. 2012 წლიდან დღემდე ენუქიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ქართულ ოცნებას ჯამში 1.3 მილიონი ლარი შესწირეს. 2012 წელს გოჩა ენუქიძემ 60,000 ლარი ნაციონალურ მოძრაობასაც შესწირა”,– აცხადებს ორგანიზაცია.