სახელმწიფო სუროგატი დედების მშობიარობის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს

სახელმწიფო სუროგატული დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯებს აღარ აანაზღაურებს. შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

სუროგატი დედების მშობიარობას სახელმწიფო 2013 წლის 21 თებერვლიდან აფინანსებდა.

საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის დადგენილებაში ცვლილები 29 თებერვალს შევიდა. მას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.