სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ჭორბიუროდ“ გადაიქცა – ხაბეიშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ჭორბიუროდ“ გადაიქცა – ასე ეხმაურება, ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ჭორბიუროდ“ გადაიქცა და შესაბამისად, ჭორიკნებზე სერიოზული კომენტარი მე არ შემიძლია. ძირითადად ჭორაობენ, ეს ჭორები ბიძინას მოუყვნენ, რომ იქნებ მშვიდად დაიძინოს”,- განაცხადა ხებეიშვილმა.