მწარე სიმართლე ერთია – სახელმწიფო უსუსური აღმოჩნდა – გია ხუხაშვილი ზუგდიდზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ სახელმწიფო კრიმინალთან უსუსური აღმოჩნდა.

“მწარე სიმართლე ერთია – კრიმინალმა დაგეგმა და განახორციელა ოპერაცია, რომელთანაც სახელმწიფო უსუსური აღმოჩნდა..”,– წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ თავდამსხმელი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 19 მძევალი აიყვანა. მან 500 ათასი დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რამდენიმე საათში მან 3 მძევალი დაიტოვა, რის შემდეგაც შსს–მ მას მოთხოვნილი თანხა მიუტანა. მძევლებთან ერთად ის პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. გვიან ღამით მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და გაიქცა.

შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვარზე თავდამსხმელს არ შეუშვებენ.