რაც შეეხება საქართველო-აშშ-ს ურთიერთობას, ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამაზე, ახალი არავისთვის იქნება ის… ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის შესახებ, რომ არამხოლოდ დეკლარირებით (წარსულში ჩვენ ასეთი ბევრი გვახსოვს, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებები და ა.შ.), თუმცა არც ახლა და არც მაშინ არც უვიზო მიმოსვლა გვაქვს ამ ქვეყანასთან, არც პირდაპირი ფრენები გვაქვს და ის კი არა, რეგიონშიც კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ვიზების გაცემით საქართველოს მოქალაქეებზე. შესაბამისად, ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ საუბარი, რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები გვითხრან, ჩვენ ამ სიტყვებზე არ ვიქნებით აწყობილები, ჩვენ ავეწყობით იმაზე, რას გააკეთებს მეგობარი ქვეყანა საქართველოსთვის. მეგობრობის ხარისხიც ამით განისაზღვრება და როდესაც ელჩი ინიშნება, დღეს უკვე ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ურთიერთიბები ისეთ ფაზაში გადავა, სადაც ჩვენ სახვეწარი აღარ გაგვიხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები, სახვეწარი არ გაგვიხდება პირდაპირი ფრენები, სახვეწარი არ გაგვიხდება თავისუფალი ვაჭრობა და აქ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მართლაც გადაიტვირთა ურთიერთობები. განცხადებები არავის არაფერში sჭირდება.