საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქალაქებში მაცხოვრებელებმა შეასრულეს რეკომენდაციები, ხოლო სოფლის მოსახლეობამ – არა.
მისივე თქმით, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას და არა საქეიფოდ მეზობელთან სიარულს. იმნაძე აღნიშნავს, რომ არასწორად შესრულებული რეკომენდაციების შედეგია სწორედ ის, რაც ბოლნისის რაიონში ხდება.
,,ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა ჩვენი რეკომენდაციები, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობა, სამწუხაროდ, იმ დღეების განმავლობაში, როცა მოსახლეობას მოვუწოდებდით, რომ…
სახლში დარჩენა არ ნიშნავს, მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ. სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ. სახლში დარჩენა ნიშნავს საკუთარ სახლში დარჩენას. სამწუხარო შედეგებს ჩვენ დღეს ვიმკით იმისას, რაც ხდება დასახლებებში და ძირითადად ეს ხდება ბოლნისის რაიონში”, – ამბობს პაატა იმნაძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 6 გარდაიცვალა, ხოლო 139 გარდაიცვალა.