ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას აფართოებენ. შესაბამის ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ავრცელებს.ჰაგარის თქმით, ისრაელელმა სამხედროებმა ტერორისტების შტაბ-ბინაზე თავდასხმები განახორციელეს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ არმია უკვე აკონტროლებს ჰამასის გვირაბებს, სადაც დაჯგუფების მეთაურები იმყოფებიან.
„გუშინ, დღეს, ჩვენ მოვკალით [ჰამასის] ბატალიონის მეთაურები, ასეულის მეთაურები და მრავალი ოპერატორი. გუშინ დილით ჩვენ დავიწყეთ იგივე მოძრაობა ღაზას სექტორის სამხრეთით – ამბობს IDF-ის შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევი.