სახ. დეპარტამენტი: მივესალმებით შეთანხმებას, განხორციელება თანაბარი მნიშვნელობისაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული ოცნებისა და ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებას მიესალმება.

დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი წერს, რომ აშშ მზადაა, საქართველოს ამ შეთანხმების მიზნის მიღწევაში დაეხმაროს.

“ჩვენ მივესალმებით 19 აპრილს საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას. კეთილსინდისიერების ეს ნიშანი მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. მისი განხორციელებაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ვრჩებით ერთგული, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევაში”, – წერს პრაისი.