საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა პანდემიამდე გადავწყვიტეთ, მაგრამ გეგმები შეიცვალა – კალაძე

“საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა პანდემიამდე გადავწყვიტეთ, მაგრამ გეგმები შეიცვალა” – თბილისის მერი კახა კალაძე საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“არაერთხელ გვისაუბრია და პანდემიამდე გადაწყვეტილებაც კი გვქონდა მიღებული ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა არსებულმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი გეგმები. რადიკალურად შეიცვალა იმ პროექტების განხორციელების პროგრამა, რომელიც გაცხადებული გვქონდა, იმიტომ, რომ მთავარი პრიორიტეტი გახდა სხვა მიმართულებები.იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, მომავალი წლიდან, როგორც პრემიერისგან მოვისმინეთ, შესაძლებელი იქნება ხელფასების მატება. ჩვენი მიზანია, არსებული განაკვეთები მაქსიმალურად დაუახლოვდეს კერძო სექტორის განაკვეთებს, ხელფასების მატებას მუდმივი ხასიათი უნდა ჰქონდეს და არ უნდა მოხდეს ისე, როგორც უკანასკნელი წლების განმავლობაში, როდესაც საერთოდ ხელფასების გადახედვა არ მომხდარა”, – თქვა კალაძემ.