საჯარო რეესტრმა პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს პარტია, “კონსერვატიული მოძრაობა” დაარეგისტრირა.
საჯარო რეესტრი საიტზე ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება დღეს, 7 დეკემბერს არის მიღებული. პარტიის თავმჯდომარე 5 ივლისის მასობრივი ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი კი გიორგი ქარდავა.
ცნობისთვის, თავდაპირველად რეესტრმა მათ დოკუმენტები დაუხარვეზა და მათ გამოსასწორებლად 10-დღიანი ვადა მისცა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა პრორუსულმა ჯგუფმა 5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადა, მათ შორის, ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები პოლიციას არ დაუკავებია.










![[საერთაშორისო მედიისთის] ცრუ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად – კობახიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2024/12/irakli-kobakhidze_w_h-218x150.jpeg)




