“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, გუშინ, 4 აპრილს, ბათუმში, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების და მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან, ჩატარებულ აქციებში ”ქართული ოცნების” წევრები მონაწილეობდნენ, რომლებიც, ასევე საჯარო სამსახურებშიც მუშაობენ.
ენმ-ის ინფორმაციით, თავდასხმაში მონაწილეობდნეენ:
გურამ დუმბაძე;
ანზორ დავითაძე – ონი-გარადოკის გამგებელი,
კობა ცინცაძე – მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი;
მერიის თანამშრომლები: გალაქტიონ ორმოცაძე და გოჩა ბარამიძე;
ასევე, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, გვარად ვაშაძე და კობახიძე;
პარტიის წევრების თქმით, საპროტესტო ტალღას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე უძღვებოდა.
“ამოგვივიდა უკვე ყელში ნაციონალური მოძრაობის საქციელი. რისი ღირსიც არიან, ის გამოვხატეთ, ცოცხებით აუპატიურებდნენ ხალხს და ანალოგიურად ვუპასუხეთ. მეტის ღირსი არ არიან” – ამბობდა აქციის მონაწილე ბათუმში გამართულ “ცოცხების აქციაზე”.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ხელისუფლების, აქტივისტებმა “ცოცხების აქცია” გამართეს – მათი განცხადებით, ეს არის კონტრაქცია და პასუხი მოძრაობა სირცხვილიას მიერ გუშინ გამართულ დაუმორჩილებლობის აქციაზე.