სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის რეჟიმშია. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს:
“მეგობრებო, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ გავიკეთე ოპერაცია და ამჟამად ვიმყოფები რეაბილიტაციის რეჟიმში. თავს უკეთ ვგრძნობ და ვმუშაობ დისტანციურად, თუმცა, საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები პირადად ჩართული. იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს. დიდი მადლობა ყველას, ვინც იცოდით და მგულშემატკივრობდით, მადლობა ყველას წინასწარ მხარდაჭერისთვის და კეთილი სურვილებისთვის, რაც ძალიან მაძლიერებს“– წერს ნინო ლომჯარია.