“საჯიჯგნად არავის არ მივუგდებთ ივანიშვილს, სულ რომ ლობიოზე დავრჩეთ, იმას გავიყოფთ” – ასე ეხმაურება მომღერალი გია გაჩეჩილაძე იგივე უცნობი ტელეკომპანია იმედის ეთერში ვროპარლამენტის რეზოლუციას, რომლითაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერენ.
”პირველ რიგში, ჩვენს საკუთარ ქვეყანას დავიცავთ. ეს არის კიდევ ერთი ომში ჩათრევის მცდელობა, შანტაჟზე აყვანა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის და მთელი საქართველოსი, ესე გამოდის, იმიტომ, რომ ვიცით ჩვენ, რა დროს გამოჩნდა ივანიშვილი და რა სიტუაციაში იყო მთელი ქართული საზოგადოება. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ სამი მილიარდი ინვესტიციაა ამ ქვეყანაში დახარჯული და პრინციპში, გამოდის, რომ მთლიანად საქართველოს უწესებენ სანქციებს.
ერთ რაღაცა ვიტყვი – საჯიჯგნად არავის არ მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს. ამის გულისთვის ყველა ნახავს ძალიან კარგად, როგორ დადგება საქართველო ფეხზე, რას გააკეთებს და როგორი მტკიცე იქნება ჩვენი ერთობა.
ეს რას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდნენ ამ რეზოლუციით? თუ რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, გამაგებინეთ?
მაგრამ პირობას ვიძლევით – მაგათმა ჯერ კიდევ არ იციან, რა არის საქართველო. სულხან-საბას დროიდან რომ აწოწიალეს ის კაცი და როგორც მე-15 კაცად მიიღო ლუდოვიკო მეთოთხმეტემ, ასეთ სიტუაციას გვიკეთებენ ახლა ვითომ, თითქოს პოლიტიკურს, რა. არ გამოუვათ. როგორ დადგება საქართველო ფეხზე, დაგანახებთ, რა. მოვიდეს 23-24 რიცხვი და ვნახოთ ერთი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
რა, შანტაჟია ეს? რეზოლუციაში ივანიშვილი და სანქციები 5-5-ჯერ რომ მეორდება, გგონიათ, შანტაჟს წამოვეგებით საქართველოს მოსახლეობა? ვნახოთ, მხოლოდ ლობიო რომ დაგვრჩეს, იმას გავიყოფთ და არავისი არაფერი არ გვინდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ომში არ ჩაერთვება და ეს ხელისუფლება ისჯება ზუსტად იმიტომ, რომ მშვიდობაა ქვეყანაში.”- აცხადებს