“გუშინ, მხოლოდ ერთ საღამოს, ჩვენმა მეომრებმა თითქმის 30 Shahed-ის ტიპის დრონი, რამდენიმე რაკეტა და ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. კვირაში ხუთი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ასეთი ძლიერი შედეგი უზრუნველყო.
თითოეულმა რუსმა სამხედრო პილოტმა მკაფიო არჩევანი უნდა გააკეთოს, გააგრძელოს თუ არა ამ ომში მონაწილეობა. უკრაინის საჰაერო თავდაცვა მხოლოდ გაძლიერდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ წინასწარ შეთანხმებულ დამატებით სისტემებს, ისევე, როგორც F-16-ებს”,
აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.