სევეროდონეცკთან ბრძოლებში გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ – ზელენსკი

“სევეროდონეცკთან ბრძოლებში გარკვეულ წარმატებას მივაღწიეთ “- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო ამაზრზენ, სამარცხვინო და ცინიკურ ისტორიას დაწერს რუსეთი.

“დონბასში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სევეროდონეცკში გამართულ ბრძოლებში გვაქვს გარკვეული წარმატება, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ამჟამად იქ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, ასევე ახლომდებარე ქალაქებსა და თემებში – ლისიჩანსკში, ბახმუტში და სხვა. ბევრი ქალაქი დგას რუსეთის ძლიერი თავდასხმის წინაშე”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ახალ რაკეტებსა და საბრძოლო მასალაზე, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს.

“შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ თანამედროვე სარაკეტო სისტემები იგზავნება ჩვენს ქვეყანაში. ეს იარაღი ნამდვილად დაეხმარება ჩვენი ხალხის სიცოცხლეს და დაიცავს ჩვენ მიწას. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, ყველა ჩვენი ამერიკელი მეგობრისა და ხალხის. მადლობა შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნა ზელენსკიმ.