უკრაინის არმიას უახლოეს დღეებში ქალაქ სევეროდონეცკის დატოვება მოუწევს.ინფორმაციას ამის შესახებ, ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი ავრცელებს.ჰაიდაის თქმით, ოკუპანტების მიერ ყოველდღიური საარტილერიო დაბომბვების შედეგად ქალაქში შენობების 90% დანგრეული ან დაზიანებულია.
- „სამწუხაროდ, ჩვენი სამხედროების სევეროდონეცკიდან გამოყვანა მოგვიწევს. პოზიციებზე დარჩენას აზრი არ აქვს, მხოლოდ დაღუპულების რაოდენობა გაიზრდება“, – წერს ჰაიდაი.